---
title: "მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/9"
law: "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 30946"
adopted: "2005-03-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება — მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/9

1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.

3. შეკვეთის წიგნს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) შეკვეთის რიგითი ნომერი; ბ) დამკვეთის სახელწოდება; გ) ფორმების დასახელება; დ) შეკვეთის შემოსვლის თარიღი; ე) შეკვეთის ტირაჟი; ვ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის თარიღი; ზ) დამკვეთისთვის ფორმების გადაცემის თარიღი; თ) ფაქტობრივად გაცემული ფორმების რაოდენობა; ი) ტექნიკური ნარჩენების განადგურების აქტის ნომერი; კ) არასწორი ჩანაწერების ანულირება; ლ) შენიშვნა.

4. შეკვეთების წიგნის გრაფები ივსება რეგულარულად, შეკვეთის მიმდინარეობის მიხედვით. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/10.md
