---
title: "მუხლი 16¹ — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/16-1"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "16^1"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹ — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/16-1

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/17.md
