---
title: "მუხლი 28 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/28"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "28"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/28

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოიყენოს მის სახელზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები (არსებობის შემთხვევაში).

2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/29.md
