---
title: "მუხლი 30 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/30"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "30"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/30

1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებული არ არის, შეამოწმოს სათამაშო ჟეტონის, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთის წარმომდგენის უფლებამოსილება, თუ ეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) არ არის განსაზღვრული.

2. თუ მოთამაშემ დაკარგა სათამაშო ჟეტონი, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი, მას უფლება არა აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, თუ მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/31.md
