---
title: "მუხლი 33 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/33"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "33"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/33

1. სამორინეს მაგიდები, კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო ინვენტარი, რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის,   შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.

2. სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მაგიდაზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.

3. სათამაშო აპარატის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ აპარატზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) და კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/34.md
