---
title: "მუხლი 35 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/35"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "35"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/35

1. დაუშვებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, აგრეთვე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში).

2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის ადგილები (ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობები), სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისა (ტერიტორიული ზონებისა, შენობა-ნაგებობებისა). საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4127 -სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.487 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6963 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/36.md
