---
title: "მუხლი 37² — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/37-2"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "37^2"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37² — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 37² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/37-2

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.

1¹. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურისათვის კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.

2. არაუფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 50000 ლარით.

3. არაუფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ყოვ ელი მომდევნო ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150000 ლარით. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/37-3.md
