---
title: "მუხლი 4 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/4"
law: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"
article: "4"
identifier: "1180"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/4

ლატარიას, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობების, ინტერნეტის, ტელეფონის, სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30988-latariebis-azartuli-da-momgebiani-tamashobebis-mowqobis-shesakheb/5.md
