---
title: "მუხლი 10. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა (გამოკვლევა) — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/10"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "10"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა (გამოკვლევა) — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/10

1. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა (გამოკვლევა) მოიცავს სპეციფიკური ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ზოგადკლინიკური გამოკვლევების ერთობლიობას.

2. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის (გამოკვლევისათვის) სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ბიოუსაფრთხოების სათანადო მოთხოვნების დაცვით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/11.md
