---
title: "მუხლი 12. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/12"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "12"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/12

1. ტუბერკულოზის შემთხვევა გულისხმობს ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევას ან ტუბერკულოზის დადასტურებულ შემთხვევას.

2. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა არის დიაგნოსტიკური, სამკურნალო (მათ შორის, პალიატიური), ხანგრძლივი მოვლისა და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთობლიობა.

3. ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მართვისათვის, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები.

4. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვას ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვაში მონაწილეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული.

5. დიაგნოსტიკური, სამკურნალო (მათ შორის, პალიატიური), ხანგრძლივი მოვლისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/13.md
