---
title: "მუხლი 16. პაციენტის უფლებები არანებაყოფლობითი იზოლაციისას — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/16"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "16"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პაციენტის უფლებები არანებაყოფლობითი იზოლაციისას — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/16

არანებაყოფლობითი იზოლაციისას პაციენტს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო მომსახურებით;
ბ) ტუბერკულოზის კონტროლის მოთხოვნათა დაცვით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ტერიტორიაზე, რომელშიც ხორციელდება მისი არანებაყოფლობითი იზოლაცია, შეხვდეს ოჯახის წევრს და ადვოკატს, აგრეთვე აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით – სხვა პირს;
გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
დ) მიიღოს ამანათები და ფულადი გზავნილები;
ე) მიიღოს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისარგებლოს წიგნებით;
ვ) ისარგებლოს ტელეფონით და ინტერნეტით, ჰქონდეს მიმოწერა.
თავი VII
პაციენტის სოციალური დაცვის გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/17.md
