---
title: "მუხლი 17. პაციენტის ფულადი წახალისება — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/17"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "17"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პაციენტის ფულადი წახალისება — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/17

1. საქართველოს მოქალაქე პაციენტისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელის შეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში სახელმწიფო აღნიშნულ პაციენტს უზრუნველყოფს სოციალური დახმარებით, რომელიც ფულადი წახალისების სახით გაიცემა. ფულადი წახალისება რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს მიეცემა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს – არაუმეტეს 20 თვის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/18.md
