---
title: "მუხლი 19. პასუხისმგებლობის საფუძვლები — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/19"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "19"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. პასუხისმგებლობის საფუძვლები — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/19

1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო საქმეს სასამართლო განიხილავს.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№
5578
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/20.md
