---
title: "მუხლი 21. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემის/მიღების ვადები — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/21"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "21"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემის/მიღების ვადები — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/21

1. მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანებები:
ა) ტუბერკულოზის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის დამტკიცების შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;
გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ.

2. სამინისტრომ 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ტუბერკულოზის კონტროლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისი ტუბერკულოზის კონტროლის გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

3. მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.

4. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 მარტამდე დადგენილებით განსაზღვროს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი.
თავი X
დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/22.md
