---
title: "მუხლი 6. სამინისტროს ფუნქციები ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/6"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "6"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამინისტროს ფუნქციები ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/6

1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის თავიდან აცილების,  დიაგნოსტიკის (გამოკვლევის) და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უახლესი ტექნოლოგიებისა და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომების დანერგვას;
გ) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან, დიაგნოსტიკასთან (გამოკვლევასთან) და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული მომსახურებების (მათ შორის, ტუბერკულოზით დაავადებული პირის პალიატიური მზრუნველობის), აგრეთვე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების პაციენტისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას;
დ) შეიმუშავებს ტუბერკულოზის კონტროლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამის ტუბერკულოზის კონტროლის გრძელვადიან ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;
ე) გეგმავს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებებს და მობილიზებას უწევს მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ რესურსებს;
ვ) მონიტორინგს უწევს და აფასებს ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს ანგარიშს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შესახებ;
თ) ასრულებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. ცენტრი ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში ახორციელებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/7.md
