---
title: "მუხლი 7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის ფუნქციები ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/7"
law: "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"
article: "7"
identifier: "4629-Iს"
adopted: "2015-12-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის ფუნქციები ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/7

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში:
ა) მოიძიებს პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს და უზრუნველყოფს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად მათ დროულ მიმართვას შესაბამისი დაწესებულებისათვის;
ბ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მოიძიებს პაციენტს და უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესში მის ხელახლა ჩართვას;
გ) ამ კანონის შესაბამისად წყვეტს პირის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს;
დ) ატარებს ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო მუშაობას პაციენტთან და მოსახლეობასთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგში;
ვ) ასრულებს ამ კანონით მისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3104252-tuberkulozis-kontrolis-shesakheb/8.md
