---
title: "მუხლი 19¹. საფასურის განაკვეთი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/19-1"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "19^1"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. საფასურის განაკვეთი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/19-1

1. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი.

2. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას არაუმეტეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20.md
