---
title: "მუხლი 2. კანონის მიზანი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/2"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "2"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზანი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/2

ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/3.md
