---
title: "მუხლი 20³. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-3"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "20^3"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20³. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 20³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-3

1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. თავი III 1 ცენტრალიზებული შესყიდვა საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-4.md
