---
title: "მუხლი 20⁷. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-7"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "20^7"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20⁷. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 20⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-7

1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასა და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადების ფორმა და მასში მისათითებელი მონაცემები, ამ განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესები, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. [თავი III 2 . სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-8.md
