---
title: "მუხლი 20⁸. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-8"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "20^8"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20⁸. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 20⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-8

1. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები.

2. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტებია: ა) ჩარჩოშეთანხმება; ბ) ელექტრონული კატალოგი.

3. შესყიდვის (გარდა ცენტრალიზებული შესყიდვისა) სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელების დეტალური წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესყიდვის სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელების დეტალური წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით . საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/20-9.md
