---
title: "მუხლი 21². ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/21-2"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "21^2"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/21-2

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორი შეცვალოს ან/და ქვეკონტრაქტორი დაამატოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ხელშეკრულების დადების შემდეგ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი შეიცვლება ან/და დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და დამატება დაუშვებელია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ქვეკონტრაქტორი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ქვეკონტრაქტორის შეცვლის შემთხვევაში შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო.

4. ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლები არ უნდა არსებობდეს.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლას ან/და ქვეკონტრაქტორის დამატებას ითანხმებს ან უარყოფს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი V შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/22.md
