---
title: "მუხლი 23¹. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-1"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "23^1"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23¹. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 23¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-1

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

2. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-10.md
