---
title: "მუხლი 23². საბჭო — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-2"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "23^2"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23². საბჭო — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 23² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-2

1. საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების ამავე კანონის შესაბამისად, სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. საბჭოს რეგლამენტს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სააგენტოს წარუდგენს საბჭოს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციაში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-3.md
