---
title: "მუხლი 23⁸. საჩივრის წარდგენის საფასური — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-8"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "23^8"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23⁸. საჩივრის წარდგენის საფასური — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 23⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-8

1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა: ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში − გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა.

2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 23 7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.

3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

4. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე; ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ.

5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1742  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/23-9.md
