---
title: "მუხლი 24². გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/24-2"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "24^2"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24². გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 24² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/24-2

2026 წლის 1 ივნისამდე: ა) გამოქვეყნების საფასური არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ბ) კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში წესდება საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 5 000 ლარი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური. საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/24-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/24-3.md
