---
title: "მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/5"
law: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
article: "5"
identifier: "1388"
adopted: "2005-04-20"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/5

1. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს; გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას; ზ) სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ.72

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31252-sakhelmwipo-shesqidvebis-shesakheb/6.md
