---
title: "მუხლი 15. სარეზერვო ფონდი — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/3130110-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2016-wlis-respublikuri-biujetis-she/15"
law: "„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
article: "15"
identifier: "matsne 3130110"
adopted: "2015-12-28"
consolidated_as_of: "2016-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სარეზერვო ფონდი — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

> Text consolidated as of 2016-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“, მუხლი 15 (consolidated as of 2016-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3130110-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2016-wlis-respublikuri-biujetis-she/15

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი  220000 (ორას ოცი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3130110-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2016-wlis-respublikuri-biujetis-she/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3130110-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2016-wlis-respublikuri-biujetis-she/16.md
