---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/1"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობას და მათ მესამე პირთან ურთიერთობას, თუ ისინი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვაგვარად არ რეგულირდება.

2. მოხალისეობით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით ან სხვა სპეციალური კანონით არ რეგულირდება, წესრიგდება საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თავდაცვის სფეროში მოხალისეობაზე. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა რეგულირდება თავდაცვის კოდექსით.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2630 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3504 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/2.md
