---
title: "მუხლი 2. მოხალისეობა — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/2"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. მოხალისეობა — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/2

1. მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

2. ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროები.

3. ეს კანონი არ ზღუდავს სხვა ფიზიკურ პირს, დამოუკიდებლად, ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელოს  საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ასეთ პირზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
საქართველოს 2016 წლის 1
დეკემბრის კანონი
№56
- ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2630
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის
კანონი №436
–
ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/3.md
