---
title: "მუხლი 3. მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/3"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/3

1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობა, რომელიც ამ კანონისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.

2. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.

3. 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

4. ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული.

5. მოხალისეობითი ურთიერთობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად.

6. მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს:
ა) რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
დ) სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი;
ვ)
მუნიციპალიტეტის ორგანო.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7013-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/4.md
