---
title: "მუხლი 5. მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/5"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/5

1. მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია აუნაზღაუროს მას მოხალისეობის განხორციელებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯები, მათ შორის: ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები; ბ) მგზავრობის ხარჯები; გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნის და ცხოვრების) ხარჯები; დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2. მოხალისე უფლებამოსილია მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული მოხალისეობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ისარგებლოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებით.

3. მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილია იზრუნოს მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/6.md
