---
title: "მუხლი 7. მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა — მოხალისეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/7"
law: "მოხალისეობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 3132612"
adopted: "2015-12-24"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა — მოხალისეობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოხალისეობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/7

1. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისის მიერ მოხალისეობის განხორციელებისას მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა. მასპინძელ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მოხალისე ბრალის გარეშე მოქმედებდა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სახე და პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3132612-mokhaliseobis-shesakheb/8.md
