---
title: "მუხლი 11. კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლება — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/11"
law: "კულტურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლება — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/11

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეზიაროს კულტურულ ფასეულობებს, ისარგებლოს სახელმწიფო ბიბლიოთეკების, მუზეუმების, არქივების ფონდებით, კულტურული მოღვაწეობის სხვა შესაბამისი მასალებით კანონმდებლობის ფარგლებში.

2. კულტურული ფასეულობებით სარგებლობისას შეზღუდვას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით ან მათი სარგებლობის განსაკუთრებული რეჟიმის გამო ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/12.md
