---
title: "მუხლი 13. საკუთრების უფლება კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/13"
law: "კულტურის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საკუთრების უფლება კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/13

1. კულტურის სფეროში დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული საკუთრების ყველა ფორმა.

2. კულტურის სფეროში ყოველ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგები თავად შემოქმედის საკუთრებაა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

3. საქართველოში დაშვებულია საკუთრების უფლება კულტურულ ფასეულობებზე კანონმდებლობის შესაბამისად.

4. კულტურის სფეროში მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/14.md
