---
title: "მუხლი 14. კულტურის სფეროში ორგანიზაციის, დაწესებულების, ასოციაციის, შემოქმედებითი კავშირის, სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისა და საწარმოს შექმნის უფლება — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/14"
law: "კულტურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კულტურის სფეროში ორგანიზაციის, დაწესებულების, ასოციაციის, შემოქმედებითი კავშირის, სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისა და საწარმოს შექმნის უფლება — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/14

1. საქართველოში ნებადართულია კულტურის ყოველგვარი სტატუსის დაწესებულების საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.

2. საქართველოში კულტურის ორგანიზაცია იქმნება და მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

3. კულტურის სფეროში ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება იქმნება კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის განხორციელების მიზნით.

4. კულტურის სფეროში საწარმო იქმნება შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საჭირო მასალების, დანადგარებისა და სხვა საშუალებებისა თუ პროდუქციის საწარმოებლად, მათი ტირაჟირების, გავრცელებისა და რეალიზაციისათვის, აგრეთვე, კულტურის სფეროში შუამავლობისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/15.md
