---
title: "მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/19"
law: "კულტურის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/19

1. კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის განხორციელება; ბ) კულტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება; გ) სახელმწიფო კულტურული პროგრამების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება აღნიშნული კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით; დ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა; ვ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა; ზ)  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობებზე, სხვა ნაგებობებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შეთანხმებით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294 საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4355 - სსმ I, №6, 26.02.2007 წ., მუხ.67 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4552 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3860 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №92 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/20.md
