---
title: "მუხლი 24. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/24"
law: "კულტურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/24

1. სახელმწიფო  ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან მათ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდების დაცვასა და გამოყენებას. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294 საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6907 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/25.md
