---
title: "მუხლი 27. პრივატიზაცია კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/27"
law: "კულტურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. პრივატიზაცია კულტურის სფეროში — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/27

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები პრივატიზებას არ ექვემდებარება.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4711 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.141 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4552 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/28.md
