---
title: "მუხლი 30. კულტურის დაცვისა და განვითარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/30"
law: "კულტურის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. კულტურის დაცვისა და განვითარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/30

1. სახელმწიფო ხელს უწყობს იმ პროდუქციის წარმოებას, რომელიც აუცილებელია კულტურის განვითარებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები შეიმუშავებენ და განახორციელებენ სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას კულტურის სფეროში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დასანერგად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/31.md
