---
title: "მუხლი 31. კულტურის მუშაკთა შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/31"
law: "კულტურის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. კულტურის მუშაკთა შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/31

1. კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

2. საავტორო გასამრჯელოს ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა განისაზღვრება ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კულტურის მუშაკთა სოციალურ დაცვას.

4. კულტურის მუშაკთა მინიმალური ხელფასი უნდა აღემატებოდეს საქართველოში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა საშუალო ხელფასის ოდენობას. თავი V. საერთაშორისო ურთიერთობა კულტურის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/32.md
