---
title: "მუხლი 32. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნები — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/32"
law: "კულტურის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნები — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/32

საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნებია: ა) საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურულ მონაპოვართა გაცვლა; ბ) კულტურის შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო აქტების შესაბამისად თითოეული ხალხის კულტურული მონაპოვრის ხელმისაწვდომობა; დ) ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა და მეგობრობის განვითარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/33.md
