---
title: "მუხლი 33. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპები — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/33"
law: "კულტურის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპები — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/33

1. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა არის სახელმწიფოსა და მასში მცხოვრები ყველა ხალხის უფლება.

2. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა ეფუძნება კულტურის თვითმყოფადობის პატივისცემას.

3. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა ხორციელდება სახელმწიფოებისა და მათი ხალხების ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/34.md
