---
title: "მუხლი 35. საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/35"
law: "კულტურის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/35

1. საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები განისაზღვრება კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამებითა და სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებებით.

2. საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის პრიორიტეტებია: ა) კულტურულ ფასეულობათა ერთობლივი შექმნა; ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესწავლა და რესტავრაცია; გ) კულტურის მუშაკთა კადრების მომზადება და სტაჟირება; დ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აღჭურვილობათა შექმნა და კულტურის სფეროში დანერგვა; ე) მეთოდური და სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების გაცვლა. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/36.md
