---
title: "მუხლი 38. საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობა — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/38"
law: "კულტურის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობა — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/38

1. საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შეიძლება შეიქმნას საერთაშორისო კულტურული ფონდებისა და ორგანიზაციების ფილიალი და სხვა სტრუქტურები.

2. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს შევიდეს კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წესდების შესაბამისად.

3. საქართველოს კულტურის ორგანიზაციებს უფლება აქვთ თანამშრომლობისათვის მოიზიდონ უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება საზღვარგარეთის სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთა მიზნობრივად გაწევრიანების შესახებ. თავი VI . პასუხისმგებლობა „კულტურის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/39.md
