---
title: "მუხლი 4. კულტურული მოღვაწეობის პრინციპები — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/4"
law: "კულტურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კულტურული მოღვაწეობის პრინციპები — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/4

კულტურული მოღვაწეობის პრინციპებია: ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა; ბ) ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარება; გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; დ) კულტურის სფეროში მონოპოლიზმის დაუშვებლობა; ე) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდველობა; ვ) საქართველოს მოქალაქეთა კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავებისათვის ხელშეწყობა; ზ) კულტურული მოღვაწეობის ჰუმანისტური მიმართულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/5.md
