---
title: "მუხლი 40. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება აუცილებელია ამ კანონთან დაკავშირებით — კულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/40"
law: "კულტურის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 31402"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-05-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება აუცილებელია ამ კანონთან დაკავშირებით — კულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-05-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/40

1. ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ; ბ) კანონი საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ; გ) კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ; დ) კანონი განათლების შესახებ; ე) კანონი სახელოვნებო განათლების შესახებ; ვ)კანონი მუზეუმების შესახებ; ზ) კანონი თეატრის შესახებ; თ) კანონი არქივის შესახებ; ი) კანონი კინოს შესახებ; კ) კანონი საკონცერტო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ; ლ) კანონი კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და შემოტანის შესახებ; მ) კანონი კულტურის სფეროში სპონსორული და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ; ნ) შეთანხმება (კონკორდიუმი) საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის; ო) (ამოღებულია).

1¹. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის შესახებ“.

2. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 1998 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75 საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4355 - სსმ I, №6, 26.02.2007 წ., მუხ.67 თავი VIII. დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31402-kulturis-shesakheb/41.md
