---
title: "მუხლი 11 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/11"
law: "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "1160"
adopted: "1997-12-11"
consolidated_as_of: "2014-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2014-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2014-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/11

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, ან მისი თანხმობით სხვა პირს ანდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის მეუღლეს, და-ძმას, მშობელს, შვილს, პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავს უფლება აქვს გაეცნოს შესაბამის სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის მასალებს, მიიღოს არასაპროცესო ხასიათის საბუთების ასლები კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერები, საბუთები და სხვა დოკუმენტების ასლები, აგრეთვე პირადი ნივთები. თავი III. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/12.md
