---
title: "მუხლი 5 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/5"
law: "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
article: "5"
identifier: "1160"
adopted: "1997-12-11"
consolidated_as_of: "2014-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2014-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2014-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/5

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად არ მიიჩნევა პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით იყო მსჯავრდებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ა) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ბანდიტიზმი, რაც დაკავშირებული არ იყო პოლიტიკური მოტივით მის დევნასთან; ბ) კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, აგრეთვე სხვაგვარი ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის ან სამხედრო ტყვეების მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც რეპრესირებული იყო, როგორც დამნაშავის ოჯახის წევრი. თავი II. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და შედეგები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/6.md
