---
title: "მუხლი 7 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/7"
law: "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "1160"
adopted: "1997-12-11"
consolidated_as_of: "2014-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2014-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2014-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/7

1. განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე.

2. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2047 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.278

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31408-sakartvelos-mokalaketa-politikuri-represiebis-mskhverplad-aghiarebisa-/8.md
